პარასკევი, 19.04.2024, 20:38
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » იაია ტურე მარიო ბალოტელის სანაცვლოდ ?!!!!
03:23
იაია ტურე მარიო ბალოტელის სანაცვლოდ ?!!!!

მილანის "ინტერსა" და კატალონიურ "ბარსელონას" შორის შესაძლოა კიდევ ერთი გაცვლა განხორციელდეს. Football Italia-ს ცნობით, იანვრის სატრანსფერო პერიოდში, მილანურ კლუბში 24 წლის კოტდივუარელი ნახევარმცველი, იაია ტურე გადავა, მის სანაცვლოდ კი, "ბარსელონა" იტალიის ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელს, მარიო ბალოტელის მიიღებს.
რამდენიმე დღის წინათ,ნერაძურის თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ აღიარა - 19 წლის თავნება ფორვარდის მართვა საკმაოდ მიჭირს და თუკი იგი გონს არ მოეგება, არაა გამორიცხული, კლუბის ხელმძღვანელობას მისი გაყიდვა ვთხოვოო. თავის მხრივ, გუნდის შეცვლის წინააღმდეგი არც იაია ტურე უნდა იყოს. მიმდინარე სეზონში აფრიკელმა შუახაზელმა "ბარსას" ძირითადში ადგილი დაკარგა (პრიმერა დივიზიონის 11 ტურიდან, მხოლოდ 5-ში ითამაშა), სათადარიგოებში ყოფნა კი, მის გეგმებში აშკარად არ შედის.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საბაბი, რამაც შესაძლოა გაცვლის განხორციელებას ხელი შეუწყოს ისაა, რომ მოურინიოს ძალიან სურს მაღალი კლასის საყრდენი ნახევარმცველის დამატება, ტურეს კი, ამ როლის შესრულება მშვენივრად ეხერხება.
დაბოლოს კლუბების ფაქტორიც - ინტერისა და "ბარსელონას ხელმძღვანელებს ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, რაც გაცვლის ალბათობას ერთი-ორად ამაღლებს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, ამ გუნდებს შორის ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი შედგა - ზლატან იბრაჰიმოვიჩის სანაცვლოდ "ბარსამ" "ინტერს" ოც მილიონ ევროდ შეფასებული სამუელ ეტოოც დაუთმო და ზედ 46 მილიონიც დაუმატა.
ნანახია: 823 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 6
1 inter  
2
რაღაც ეჩვი მეპარება რო ბოლატელი გაუშვან ინტერიდან

ერთერთი ლიდერია ჩვენი !!! wow

მაინც რას ფიქრობთ _? უნდა გაცვალონ ბალო ტურეში_?


2 interinio  
2

OEEEEEEEEEEEEE VERRRRRR ARIANNNNN

Ra TURE To TU UNDAT ISE IKIDON !!!!!!!! angry


3 robinson  
2
KAIT RA AMAT SK XOM AR AKVT !!!!

ARSADAC AR CAVA BALOTELI


4 Toldo  
2
biggrin vambob es maurinho dasirebaatko....
raunda 1 debili magram sasargeblo balotelis damorchilebas bash

5 adribaba  
1
au ara to baloteli unda darches chemi azrit....es cota xanshi ufro magrad ayomardeba....ise mourinio tu pexburtelebs ver imorchilebda ar megona biggrin biggrin

6 dato  
0
ARA MAGARI KACIA BALOTELI AR UNDA GAUSHVAT CHEMI AZRIT, JER AXALGAZDAA ERT 2 CELICADSHI MAGRA ATAMASHDEBA

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter