ორშაბათი, 23.12.2024, 01:59
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 4 » იბრაჰიმოვიჩი: გვარდიოლას მოურინიოსი ეშინია
22:31
იბრაჰიმოვიჩი: გვარდიოლას მოურინიოსი ეშინია



საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს შვედური Aftonbladet-ი. აღნიშნული გამოცემის ცნობით, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ავტობიოგრაფიულ წიგნში, რომელიც უახლოეს მომავალში გამოვა, იბრამ ყოფილ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას მშიშარა, ხოლო მის შეგირდებს სკოლის მოსწავლეები უწოდა.

შვედი ჟურნალისტების ცნობით, ზლატანის ავტობიოგრაფიული წიგნის იმ ნაწილში, რომელიც კატალონიურ კარიერას ეხება, შემდეგს ვკითხულობთ:

 ისეთ ატმოსფეროს მიჩვეული არ ვარ, როგორიც ბარსელონას გასახდელში სუფევდა. ყველა ზედმეტად ჩუმი იყო, ხოლო მესი, ჩავი და ინიესტა მწვრთნელს უსმენდნენ და მას თავს უქნევდნენ. ისინი სკოლის მოსწავლეებს ჰგავდნენ, რომლებიც მასწავლებელს პირდაღებულნი უსმენენ. ფეხბურთელები მწვრთნელს არასდროს ეკამათებოდნენ. ასეთ სიტუაციაში თავს კარგად ვერ ვგრძნობდი.

რაც შეეხება კონკრეტულად მესის, იგი გვარდიოლას რჩეულია. ერთხელ, არგენტინელმა მწვრთნელს თავდასხმის ცენტრში თამაში სთხოვა და გვარდიოლაც სწორედ ისე მოიქცა, როგორც მესის სურდა. მე კი, მწვრთნელთან არანაირი ურთიერთობა არ მქონდა. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ მას ჩემი დანახვაც არ სურდა.

ბოლო წერტილი იყო ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში, მილანის ინტერთან ჩატარებული მატჩი. ძალიან გავბრაზდი, როდესაც მწვრთნელმა ჩემი შეცვლა გადაწყვიტა. მაშინ გვარდიოლას ვუთხარი, რომ მას მოურინიოსი ეშინია.
ნანახია: 614 | დაამატა: iri | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
1 inter  
0
lolmilan lolmilan lolmilan lolmilan

amis catlaxi deda movtyan me

2 interista  
1
RA CHEM YLET MINDA RAS ERTYVIS GVARDIOLA MOUS RAME STATIA DADET INTERZE RA

3 jose mourinho  
0
eh jose jose vinebis xeshidagvtove

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter