შაბათი, 20.04.2024, 03:00
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2009 » დეკემბერი » 8 » იბრაჰიმოვიჩი ნაკრებს შეეშვა
17:31
იბრაჰიმოვიჩი ნაკრებს შეეშვა

ბარსელონას შვედი ნახევარმცველი ზლატან იბრაჰიმოვიჩი სანაკრებო კარიერას წყვეტს, ყოველ შემთხვევაში, დროებით მაინც. სკანდინავები მომავალი მუნდიალის ფინალისტთა შორის ვერ მოხვდნენ, ზლატანს კი, საკუთარი ენერგიის მხოლოდ ამხანაგურ მატჩებში ხარჯვა არ სურს. ამის შესახებ ფეხბურთელმა Sky Sports-თან საუბრისას განაცხადა.
"ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი იყო საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა. თუმცა, ამ ეტაპზე იძულებული ვარ, სანაკრებო კარიერაზე დროებით უარი ვთქვა. მიზეზი მოტივაციის ნაკლებობაა. ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ვერ მოვიპოვეთ. ამიტომ, უახლოეს მომავალში მხოლოდ უმნიშვნელო ამხანაგური შეხვედრები გველის. ამგვარი მატჩებისთვის სათანადოდ განწყობა კი, აშკარად მიჭირს. სამაგიეროდ, ბარსელონას წინ ისეთი რთული სეზონი ელის, რომ ნაკრებზე ფიქრისთვის დროც არ მრჩება. სიმართლე გითხრათ, ჯერ ზუსტად არც კი ვიცი, დავბრუნდები თუ არა ოდესმე ეროვნულ გუნდში, - აღნიშნა "ბარსას" 28 წლის ფორვარდმა.
იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში 2001 წლიდან ასპარეზობს და მის შემადგენლობაში ჩატარებულ 60 შეხვედრაში 22 გოლი აქვს გატანილი.
ნანახია: 815 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
1 inter  
2
.
EROVNUL NAKREBSAC UGALATA IMENA AM PENALDARTYMULMA
jer 28 clisa da !!!! lol ra magari ar mevaseba eg ukve
lol

2 adribaba  
2
kaci tavis karieras dardobs ligis mogeba unda magrad ro nomer pirveli pexburteli gaxdes da imedia ver egirseba.....magrad shemadzula tavi..

3 interinio  
0
ADRINBABA MARTALI XAR !!! IMENA GULI MEREVA AM KACZE

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter