მილანის ინტერი ბრაზილიური ინტერნასიონალის მცველის, ჟუანის გადაბირებას გეგმავს. მეტიც, კლუბებს შორის მოლაპარაკება ფინალურ სტადიაშია. Football Italia-ს ცნობით, ბრაზილიელი "ნერაძურის” იანვარში შეუერთდება.
მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ ძირითადი დეტალები უკვე გადაწყვეტილია. მხოლოდ ფორმალური საკითხები დარჩა, - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.
აღსანიშნავია, ჟუანი ცენტრალური მცველია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, დაცვის მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაში.
ცნობისთვის, 20 წლის მცველი ინტერნასიონალის ღირსებას 2010 წლიდან იცავს.
|