იტალიური პრესის ცნობით, მილანის "ინტერი” რუსული "ზენიტიდან” ბრუნუ ალვეშის გადაბირებას გეგმავს და პორტუგალიელ მცველში 7 მილიონი ევროს გადასახდელადაც მზადაა.
ბოლო დროს, ალვეშმა რუსული კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და გუნდის გამოცვლაზეც დაფიქრდა. თავის მხრივ, "ნერაძურის” დაცვის ხაზში პრობლემები აქვს და შემადგენლობის გაძლიერებაზე ზრუნვას იანვრის სატრანსფერო სეზონიდანვე დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ, პორტუგალიურმა პრესამ ბრუნო ალვეშის სახელი ლისაბონის "სპორტინგსაც” დაუკავშირა.
|