ინტერმა" შესაძლოა, "უდინეზეს" ბრაზილიელი მცველი დანილო იყიდოს.
"ნეაძური" თავდაპირველად "ბაზელის" ჩეხი მცველის ალექსანდრე დრაგოვიჩის შეძენით იყო დაინტერესებული, მაგრამ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და მილანელებმა დრაგოვიჩის ალტერნატივის პოვნა დაიწყეს და როგორც ჩანს, იპოვეს კიდეც.
"ინტერი" 29 წლის დანილოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს იწყებს და ფეხბურთელის სანაცვლოდ 8 მილიონი ევროს გადასახდელადაც მზად ყოფნას გამოთქვამს.
|