2012 წლის ზაფხულში, იტალიის 18-გზის ჩემპიონის, მილანის "ინტერის” აზიური ტურნეს პროგრამაში ინდონეზიაც მოხვდა. "ნერაძური” ადგილობრივი ეროვნული ნაკრების გარდა, ქვეყნის 23-წლამდელთა ნაკრებსაც გაეჯიბრება. კლუბის გენერალური დირექტორი ერნესტო პაოლილიო კვირას ჯაკარტას ეწვია, სადაც ინდონეზიის საფეხბურთო ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. საინტერესოა, რომ ეს ქვეყანა თავდაპირველად არ იყო "ინტერის” აზიური ტურნეს მარშრუტში. თუმცა, კლუბის ოფიციალური საიტის ინდონეზიელ მომხმარებელთა საკმაოდ დიდმა რაოდენობამ, ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება შეაცვლევინა.
|