მილანის "ინტერი" მზადაა ბრაზილიელ მცველს დუგლას მაიკონს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს. ვარაუდობენ, რომ ფეხბურთელი "სან სიროზე" 2015 წლამდე დარჩება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს, ბრაზილიელის გადაბირებით სერიოზულად დაინტერესდა ფრანგული პსჟ. მილანელებს გარისკვა არ სურთ და თავის დაზღვევის მიზნით, მცველთან ახალი კონტრაქტის დეტალების შეთანხმება დაიწყეს. ცნობისთვის, "ინტერთან” მაიკონის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2013 წელს ეწურება. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მარჯვენაფლანგელი "ნერაძურიში” 2006 წლიდან ასპარეზობს. მან მილანურ კლუბში 214 მატჩი და 18 გოლი მიითვალა.
|