"ინტერის" ჰოლანდიელი ჰავბეკი ვესლი სნეიდერი შესაძლოა იანვარში სხვა კლუბში გადავიდეს.
როგორც გაირკვა, "ნერაძური" მზად არის 27 წლის ჰოლანდიელი ინგლისის პრემიერლიგის რომელიმე კლუბს მიჰყიდოს.
ტრანსფერიდან მიღებული თანხით მილანელები რამდენიმე ფეხბურთელის შეძენას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ სნეიდერის ინგლისში გადასვლის თაობაზე ინფრომაცია ზაფხულში ვრცელდებოდა. მაშინ ფეხბურთელის გადაბირების მთავარი პრეტენდენტები "მანჩესტერ იუნაიტედი" და "სიტი" იყვნენ.
|