იტალიური ფეხბურთის ლეგენდა რობერტო ბაჯო შესაძლო მილანის ინტერში დაბრუნდეს და ნერაძურის მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავოს.საიდუმლო არავისთვისაა, რომ მილანური გუნდი მაღალი დონის მწვრთნელის ძებნაშია. მასიმო მორატიმ კლაუდიო რანიერი გუნდში დიდი იმედებით მიიყვანა და ცნობილ იტალიელ სპეციალისტთან კონტრაქტი 2013 წლამდეც გააფორმა, მაგრამ, ჯერჯერობით, რანიერის მიერ გაწვრთნილი გუნდი მოლოდინს ვერ ამართლებს. Football Italia -ს ცნობით, არსებობს იმის შანსი, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს, ინტერი” რობერტო ბაჯომ ჩაიბაროს. იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მორატისა და ბაჯოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბარი უკვე ჰქონდათ.
რობერტო ბაჯო ინტერში 1998-2000 წლებში თამშობდა და მილანური გუნდის მაისურით ჩატარებულ 58 მატჩში 15 გოლის გატანა მოახერხა.
|