მილანის "ინტერის” სპორტული დირექტორი, პიერო აუსილიო აცხადებს, რომ "ნერაძური” ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის” მარჯვენა მცველთან, გრეგორი ვან დერ ვილთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
"ვადასტურებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენთან” ვან დერ ვილის თაობაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. გვინდა, რომ ფეხბურთელი იჯარით შევიძინოთ. ჯერ არავინ არაფერი იცის. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”, – უთხრა აუსილიომ იტალიელ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ ვან დერ ვილი "პარი სენ-ჟერმენში” 2012 წელს, ამსტერდამის "აიაქსიდან” გადავიდა.
|