ხუთშაბათი, 25.04.2024, 09:22
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2009 » ნოემბერი » 6 » ინტერიზმული პირველი ადგილი და უკრაინული ტრაგედია !!!
13:01
ინტერიზმული პირველი ადგილი და უკრაინული ტრაგედია !!!

ჩემპიონთა ლიგის მეტად დაძაბული მატჩი კიევის დინამოსა და ინტერს შორის,სტუმართა ბრწყინვალე გამარჯვებით,ანგარიშით 1:2 დასრულდა.თამაში მეტად მძიმე გამოდგა ორივე გუნდისათვის.საწყის წუთებზევე შეამჩნია დამსწრე საზოგადოებამ,რომ შავ-ლურჯ რაინდებს არც ისე იოლი გასვლა ელოდათ უკრაინის დედაქალაქში.წინასამატჩო პერიოდიც მეტად მძიმე გახლდათ,იყო საფრთხე თამაში გადადებულიყო,რადგან "ნარინჯისფერთა" ქვეყანაში მეტად საშინელი ვირუსია გავრცელებული.
მიუხედავად ყველაფრისა მატჩი შედგა და მართლაც გაამართლა გულშემატკივართა იმედები.

ჯერ კიდევ 23 წუთზე,კიეველთა " უძღებმა შვილმა" ანდრეი შევჩენკომ ბრწყინვალე დარტყმით აიღო ინტერის კარი.ჟულიო სეზარი ოდნავ წინ გახლდათ გამოსული და სწორედ ამით ისარგებლა უკრაინელმა.საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი სტუმართა კარის ბადეში გაეხვია.

პირველ ტაიმში ინტერს გონს მოსვლა გაუჭირდა.იყო მცდელობები,თუმცა რეალურად ყველა მეორე ტაიმს ელოდა.მაყურებელმა იცოდა,რომ ჟოზე მოურინიო ტაქტიკურ გადანაცვლებებს გააკეთებდა და ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.

მართლაც,პორტუგალიელმა სპეციალისტმა,ჯერ იყო და 3 თავდამსხმელით თამაში გადაწყვიტა,შემდეგ კი როცა ამან გუნდს ვერ უშველა,მცველიც მოხსნა და მუნტარი შემოიყვანა.

მთელი მეორე ტაიმი ინტერი უდიდეს უპირატესობას ფლობდა.მხოლოდ მარიო ბალოტელის 2 ასპროცენტიანი საგოლე მომენტი ჰქონდა,თუმცა ახალგაზრდა იტალიელმა უხეიროდ ითამაშა.შანსი ჰქონდა სამუელ ეტო`ო-საც,რომელმაც მცირე მანძილიდან დარტყმული ბურთი კარს საკმაოდ ააცილა.

შანსი ჰქონდათ კიეველებსაც,ისინი კონტრშეტევებზე გადადიოდნენ და რამდენჯერმე,რომ არა ინტერის მცველების კარგი თამაში,შავ-ლურჯებისთვის ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდებოდა.

უნდა გამოვარჩიოთ დუგლას მაიკონი.ამ მცველმა ბრწყინვალედ ითამაშა.მატჩის ბედი კი ბოლო 10 წუთში გადაწყდა.ჯერ იყო და სნეიდერის გადაცემით დიეგო მილიტომ ისარგებლა.ხოლო ბოლო წუთებზე მრავალსვლიან კომბინაციასა და მარიო ბალოტელის ქუსლით პასს კიეველთა კარისკენ უძლიერესი დარტყმა მოჰყვა.მეკარემ უხეიროდ ითამაშა,რამაც ეტოოს ძალიან მახვილი კუთხიდან დარტყმის საშუალება მისცა.ამ შემთხვევაში კიეველთა გოლკიპერი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა,თუმცა სნეიდერის დამატებაზე დარტყმულს ვეღარაფერი მოუხერხა და ტაბლოზე 1:2 დაფიქსირდა.

მძიმე სურათი მოჰყვა მოედანზე ანგარიშის საპირისპიროდ შეცვლას.გულშემატკივარი აღშფოთებული იყო და ბოთლების სროლით გააპროტესტა უიღბლობა.

საბოლოოდ ინტერი ჯგუფის პირველ ადგილზე გადავიდა დაშემდეგ ეტაპზე გასვლაზე საკმაოდ სერიოზული განაცხადი გააკეთა.
 
 
ნანახია: 787 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5
1 inter  
2
Esec ase cota didia magram dz sainteresoa...

Me tamashi ar momecona simartle gitxrat magram

magram magram 3 kula dzan mnishnelovani iko !!!


2 interinio  
2

Sagol Admin Martla Magari statia !!!

3 adribaba  
1
sagool inter martla magari statiaa

4 interist  
0
kvelaaaa variantshi mogeba gvchirdebodaaaaa da movget kideeeeec saaaaagol inter!!!!!!genacvaleeeetttt soccer soccer soccer wiggle wine wow

5 interist  
0
saaagoool zmaaa martlaaaaa magari statiaaa dagiceriaaaa mcire mimoxilvasavit ikooo thumbup

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter