მილანის ინტერის მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი თავისი გუნდის შეტევის ხაზის გაძლიერებას დიდიე დროგბათი გეგმავს.
Corriere dello Sport-ის ცნობით, ნერაძურის ხელმძღვანელობა თავდამსხმელთა ბოლოდროინდელი მოქმედებებით უკმაყოფილოა და ახალი ფეხბურთელის დამატებაც ამიტომ სურს. დიდი შანსია, ზაფხულში გუნდიდან დიეგო მილიტო წავიდეს. დროგბას "ჩელსისთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და იტალიაში გადაბარგება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება, რაც ინტერის ხელმძღვანელებს ხიბლავს. დიდი ალბათობით, 33 წლის კოტდივუარელი ინგლისელებთან ახალ კონტრაქტს აღარ გააფორმებს. თავდამსხმელის აგენტის განცხადებით, დროგბა სხვადასხვა კლუბების წინადადებებს განიხილავს.
|