თურქული "გალათასარაი” მილანის "ინტერის” ნახევარმცველის, ესტებან კამბიასოს გადაბირებას ზაფხულიდან მოყოლებული ცდილობს, მაგრამ იტალიური მხარე ფეხბურთელის გასხვისებაზე უარს აცხადებს.
"კამბიასოს შეძენა დიდი ხანია გვინდა. ესტებანი ჩვენს გუნდს აშკარად გააძლიერებდა. ბრწყინვალე ფეხბურთელია, რომელსაც კიდევ რამდენიმე წელიწადი შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში. სამწუხაროდ, "ინტერს” მისი გაყიდვა არ სურს. ეტყობა, თავად არგენტინელსაც მილანში ყოფნა ურჩევნია”, - განაცხადა "გალათასარაის” პრეზიდენტმა ფათიჰ თერიმმა.
ცნობისთვის, 31 წლის კამბიასო "ინტერში” 2004 წლიდან თამაშობს. მის ანგარიშზე 219 მატჩი და 32 გოლია.
|