სიენასთან გამართულ მატჩში, კლაუდიო რანიერის გუნდი უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ ნერაძურიმ მეტოქის გატეხვა მხოლოდ 90-ე წუთზე მოახერხა. ძირითადი დროის ბოლო წუთზე, ინტერის 19 წლის თავდამსხმელმა ლუკ კასტაინიოსმა ბურთი მოტასგან მიიღო და მეკარისგან მარჯვენა ქვედა კუთხეში დარტყმით, იტალიური კლუბის მაისურით თავისი პირველი გოლი გაიტანა.
სიენა
0:1
ინტერი
სიენა, არტემიო ფრანკი 11000
სიენა (4-4-2): ბრკიჩი, ვიტიელო, როსეტინი, ტერცი, დელ გროსო, მანინი, დ’აგოსტინო, გაცი (ბოლცონი 70), ბრიენსა, კალაიო (რეჯინალდო 64), ლარონდო (გონსალესი 75).
მწვრთნელი: ჯუზეპე სანინო.
ინტერი (4-1-4-1): სეზარი, ძანეტი, რანოკია, სამუელი, ნაგატომო, კამბიასო (მილიტო 81), სარატე (კასტაინიოსი 46), სტანკოვიჩი, მოტა, ალვარესი (ობი 46), პაცინი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.
გოლი: 0:1 კასტაინიოსი (90).
გაფრთხილებები: ტერცი 38, ბრიენსა 81 - რანოკია 14, სტანკოვიჩი 88.
გაძევება: ბრიენცა 90.
მსაჯი: ანდრეა დე მარკო.მსაჯი: ანდრეა დე მარკო.
|