მილანის "ინტერმა”, თავისი გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველს, მარკო ფარაონის, მოქმედი კონტრაქტი გაუხანგრძლივა. Football Italia-ს ცნობით, ახლა ის "სან სიროზე” 2016 წლამდე დარჩება. შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფეხბურთელმა, გასულ შაბათს "პარმას” კარში გოლი გაიტანა. ეს იყო მისი პირველი გოლი "ინტერის” მაისურით. ფარაონი "ინტერში” მიმდინარე სეზონის წინ გადავიდა და სერია A-ს 6 თამაშში მიიღო მონაწილეობა.
|