როგორც გერმანული Der Westen იუწყება, გელზენკირხენის შალკე ჯეფერსონ ფარფანის გაყიდვაზე თანახმაა. "ხუმარები" პერუელ შემტვევს 14 მილიონ ევროდ აფასებენ.
მოლაპარაკებები ფეხბურთელსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობდა, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. ფარფანის ტრანსფერზე დაყენებას ადასტურებს შალკეს თავკაცი ჰუუბ სტევენსიც: ჩვენ ვერ მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა, თუმცა ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ ფარფანი გუნდში დარჩება.-განაცხადა სტევენსმა.
პერუელი შემტევი უკვე დიდი ხანია, რაც მილანის ინტერის სამიზნეშია. სავარაუდოთ, ნერიაძური" ფარფანს ტევესის ვერ გადმობირების შემთხვევაში გაიფორმებს.
|