ჩილელმა ნახევარმცველმა ამ ზაფხულს "იუვენტუსი” უნდა დატოვოს.
შეგახსენებთ, 25-წლის მაურისიო ისლა "იუვეში” 2012-წელს "უდინეზედან” გადაბარგდა, თუმცა იტალიის ჩემპიონის შემადგენლობაში ადგილი ვერა და ვერ დაიმკვიდრა.
იტალიური პრესა იტყობინება, რომ ისლას შეძენა "ინტერს” სურს, "ნერაძურის” ხელმძღვანელობა კი მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ადრე ნახევარმცველის "უდინეზეში” დაბრუნების ვარიანტი განიხილებოდა, გარდა ამისა, მაურისიოს შეძენით "ნაპოლიც” ინტერესდებოდა.
|