მილანის ინტერის ბრაზილიელი მცველი მაიკონი საკუთარ გუნდს 27 ნოემბერს, სერია A-ში სიენასთან” გასამართ მატჩში ვერ დაეხმარება.Goal.com-ის ინფორმაციით, ის ტრავმის შემდგომ აღდგენითი პროცესის დასრულებას ვერ ასწრებს.
მაიკონმა ტრავმის გამო ტრაბზონთან ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაც გამოტოვა, თუმცა, კლუბში იმედოვნებდნენ, რომ 30 წლის ბრაზილიელი სიენასთან მატჩამდე ლაზარეთის დატოვებას მოახერხებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. აღსანიშნავია, რომ კვირას მილანელებს სნეიდერი და ფორლანი ვერ დაეხმარებიან. ამ უკანასკნელმა ახლახანს განაახლა ვარჯიში, მაგრამ სათამაშოდ ჯერ მზად არაა.
პრობლემები აქვს სიენასაც: გუნდს არ ეყოლება ძირითადი შემადგენლობის მეკარე ჟელკო ბრკიჩი, რომელიც ზურგის ტრავმას მკურნალობს.
|