ნერაძური” მცველის თაობაზე "მანჩესტერ სიტის” შეთავაზებას უმზადებს.
მუხლის ტრავმის გამო, ინგლისის ეროვნული ნაკრების ფულბეკმა, გასულ სეზონში, "ცისფრების” მაისური მხოლოდ შვიდ შეხვედრაში მოირგო.
ტურინული პრესა იტყობინება, რომ "ინტერი” 25-წლის მიკა რიჩარდსის არენდით აყვანას აპირებს, შემდგომი გამოსყიდვის უფლებით. ფეხბურთელის ტრანსფერი 10 მილიონ ევროდ ფასდება.
მთავარი პრობლემა "სიტის” პოზიციაა, რადგან კლუბი მზადაა რიჩარდსი დაიტოვოს, ან გაყიდოს, თუმცა არენდა ინგლისელებს არ აინტერესებთ.
|