მიონხენგლადბახის ბორუსიასა და დორტმუნდის ბორუსიას ნახევარმცველები - მარკო როისი და ივან პერიშიჩი - იტალიის ერთ-ერთი ტიტულოვანი კლუბის, მილანის ინტერის თვალთახედვის არეში მოხვდნენ. La Gazzetta dello Sport -ის ინფორმაციით, მილანელები იმდენად არიან დაინტერესებული ამ ფეხბურთელთა შეძენით, რომ შესაძლოა, მალე ისინი იტალიის სერია A-ში ვიხილოთ. 22 წლის როისი გლადბახის ღირსებას 2009 წლიდან იცავს და მიუხედავად ასაკისა, გუნდის ლიდერად იქცა. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში, მან მეტოქეთა კარი უკვე 7-ჯერ აიღო და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, სულ კი, 104 ბუნდესლიგურ შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა. 22 წლისაა დორტმუნდის ხორვატი ნახევარმცველი პერიშიჩიც. ის ბუნდესლიგის ჩემპიონს მიმდინარე სეზონის წინ, ბელგიური ბრიუგედან შეუერთდა და ათ თამაშში 2 გოლი გაიტანა.
|