მილანის ინტერის კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ განაცხადა, რომ კლუბის პრეზიდენტ მასიმო მორატის მისი თანამემამულის კარლოს ტევესის შეძენა უნდა. იანვარში ორ ძლიერ ფეხბურთელს შევიძენთ. ამჟამინდელი ვითარება კლუბის მეპატრონეებს არ ახარებთ და ამიტომ, ისინი გუნდს გააძლიერებენ. კარლიტოს თავის კლუბში პრობლემები აქვს, მაგრამ ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელიც ჩვენ გუნდს იდეალურად მოუხდებოდა. ტევესი ვარსკვლავია და ადვილად შეძლებს მილიტოს შეცვლას თუ დიეგო წავა – იუწყება ძანეტის სიტყვებს იტალიური გამოცემა Gazzetaa dello Sport-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, მორატი მზად არის, ტევესის სანაცვლოდ მანჩესტერ სიტის 25 მილიონი გირვანქა გადაუხადოს.
|