მილანის "ინტერმა” ნახევარმცველ ტიაგოს მოტას პსჟ-ში გაყიდვაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა Football Italia იუწყება. მოსალოდნელი იყო, რომ ბრაზილიური წარმოშობის 29 წლის ფეხბურთელი პარიზულ კლუბში უკვე მიმდინარე კვირაში გადავიდოდა, მაგრამ მილანელები მისი ტრანსფერის სანაცვლოდ შეთავაზებულმა თანხამ არ დააკმაყოფილა. კერძოდ, პსჟ მოტაში 8 მილიონ ევროს იხდის, რაც "ნერაძურისთვის” მიუღებელია. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას გადაწყვეტენ პარიზული კლუბის არაბი მფლობელები. აქვე გეტყვით, რომ 2009 წელს "ინტერმა” მოტას სანაცვლოდ "ჯენოას” 14 მილიონი ევრო გადაუხადა.
|