ვესლი სნეიდერის უმცროსი ძმა როდნი, რომელიც ამჟამად იჯარის წესით ჰოლანდიის "უტრეხტში" გამოდის, შესაძლოა მომავალ სეზონში "ინტერში" გადავიდეს.
20 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა, რომელზეც უფლებები "აიაქსს" ეკუთვნის, მიმდინარე სეზონში 8 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
როდნის სატრანსფერი ღირებულება 500 ათას ევროს შეადგენს.
|