კლაუდიო რანიერი ჩაბმულია "მილანთან" ბრძოლაში, რომელთაც კარლოს ტევესის გადმობირება სურთ, თუმცა თუკი ტევესის გადმობირებას მილანი მოახერხებს, მაშინ "ინტერი" მარკო მარინის შეძენას შეეცდება.
მარკო მარინიმ ცოტა ხნის წინ მოიშუშა ტრავმა, თუმცა ამ ახალგაზრდით დაინტერესებას უკვე ევროპის ერთ-ერთი გიგანტი იჩენს.
22 წლის გერმანელის თამაშით "ინტერი" აღფრთოვანებულია ხოლო კლაუდიო რანიერი აღნიშნავს, რომ მარინს სწორედ მისი გუნდისთვის საჭირო შესაძლებლობები გააჩნია.
ნახევარმცელს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს, რამაც შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს განსახორციელებელ ტრანსფერთან დაკავშირებით.
|