"ინტერი"-"ჯენოა" 2-1 გოლები: 1-0 მაიკონი 9 წთ. 2-0პოლი 50 წთ. 2-1 ბირსა 90+2 წთ. ინტერი: კასტელაცი, მაიკონი, კორდობა, რანოკია, ძანეტი, ფარაონი, კამბიასო, პოლი (ნაგატომო, 76), ობი, სნეიდერი (ალვარესი, 81), კასტანიოსი (სარატე, 63).
ჯენოა: ლუპატელი, ცამპირისი,გრანკვისტი, მორეტი, როსი (კონსტან, 25, მარკიროლი, 54), კუცკა, სეიმურ, ბირსა, ხორკერა, პრატო, ზე ედუარდო (სკული, 69).
კარგა ხანი ქვეყნის პირველობაზე არცთუ სახარბიელოდ მოასპარეზე "ინტერმა" თანდათან გამოასწორა თამაში და რაც მოულოდნელად შინ "უდინეზესთან" დამარცხდა,შემდეგ მიჯრიტ ზედიზედ ხუთი გამარჯვება მოიპოვა (ფიორენტინა 2-0;ჩეზენა 1-0;ლეჩე 4-1;პარმა 5-0;მილანი 1-0) და ჩემპიონთა ლიგის ზონას მიუახლოვდა. ალბათ იმის შეხსენება არ გჭირდებათ,რომ ჩემპიონთა ლიგაზე მეტად წარმატებულად ასპარეზობს და ყველა წესით და რიგით "მარსელიც" უნდა დაამარცხოს. წუხელ კი სახლში იტალიის თასის 1/8 ფინალში "ჯენოას" 2:1-ზე სძლია,შემდეგ ეტაპზე გავიდა,სადაც 24 იანვარს,მეტად რთულ მეტოქეს,"ნაპოლის" გასვლაზე შეერკინება. ხაზგასასმელია, რომ საპასუხო ალოგიკური გოლი მეტოქემ მსაჯის მიერ წამატებლ დროში გაუტანა. ისიც უნდა აღინიშნოს,რომ კლაუდიო რანიერიმ "მილანთან" შეხვედრაში სასტარო შემადგენლობიდან 8 ფეხბურთლს მისცა დასვენების საშვალება და მხოლოდ სამი(მაიკონი,ძანეტი და კამბიასო) დააყენა ძირითადში. მასპინძლებმა ფრიად დამაჯერებლად ითამაშეს,ბრწყინვალე იყო მაიკონის მიერ შორიდან ყუმბარისებრი დარტყმით გაიტანა გოლი, არც მეორე შეგდებული ბურთი იყო ურიგო,რომელიც ლამაზი კომბინაციის შემდეგ ანდრეა პოლიმ დააგვირგვინა. ამ შემთხვევაში აღსანიშნავია ობის გენიალური პასი. "ინტერი" აგრძელებს წარმატებულ სერიას და საინტერესოა კიდევ რამდენ ხანს გასტანს ეს ბრყინვალე სერია. შეგახსენებთ,სერია A-ს მე-19 ტურში კვირას კლაუდიო რანიერის შეგირდები "ლაციოს" დაუპირისპირდებიან
|