გუშინ საღამოს გამოვლინდა იტალიის თასის 1/4 ფინალის მეოთხე მონაწილე. ეს არის მილანის "ინტერი", რომელმაც არც თუ ისე ადვილად დაამარცხა ჯენოა ანგარიშით 2–1.
ასე რომ იტალიის თასის 1/4 ფინალისტთა წყვილები ასე გამოიყურება:
"იუვენტუსი" – "რომა" "მილანი" – "ლაციო" "კიევო" – "სიენა" "ნაპოლი" – "ინტერი"
"იუვენტუსსა" და "რომას" შორის გამარჯვებული შეხვდება, "მილანსა" და "ლაციოს" შორის მოგებულს, ხოლო "კიევოსა" და "სიენას" შორის გამარჯვებული ნახევარფინალში ან "ნაპოლი" ან "ინტერს" დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალისტები ორ მატჩიანი შედეგით გამოვლინდებიან.
1/4 ფინალის ყველა შეხვედრა 25 იანვარს გაიმართება.
|