ხუთშაბათი, 28.03.2024, 20:46
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2009 » დეკემბერი » 14 » იუვენტუსის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ანტონიო ჯირაუდო მომავალ სამ წელს ციხეში გაატარებს.
21:09
იუვენტუსის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ანტონიო ჯირაუდო მომავალ სამ წელს ციხეში გაატარებს.

ტურინის იუვენტუსის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ანტონიო ჯირაუდო მომავალ სამ წელს ციხეში გაატარებს. ინტერნეტ-გამოცემა Goal-ის ინფორმაციით, ბებერი სენიორას ექსხელმძღვანელს ეს განაჩენი ნეაპოლის სასამართლომ ორშაბათს გამოუტანა. ამის მიზეზი კი, მატჩების გარიგება და ტოტალიზატორთან თანამშრომლობა გახდა.
ჯირაუდოს იუვენტუსის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა 1994-2006 წლებში ეკავა, ხოლო საქვეყნოდ ცნობილი კალჩოპოლის შემდეგ, მას პოსტის დატოვება მოუწია. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ტურინელი ფუნქციონერის საქმეს ნეაპოლის პროკურატურა იძიებდა, სასამართლო სხდომაც არაერთხელ მოეწყო, საბოლოო განაჩენი კი, დღეს გამოუტანეს.
ჯირაუდოს გარდა, თავისუფლების აღკვეთა მატჩების ჩაწყობაში დადანაშაულებულ კიდევ რამდენიმე პირს მიესაჯა. ყოფილი მსაჯი ტიციანო პიერი ციხეში ორ წელიწადსა და ოთხ თვეს გაატარებს. ამასთან, მას ჯარიმის სახით, 22 ათასი ევროს გადახდა მოუწევს. ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა იტალიელი ლაინსმენების ასოციაციის პრეზიდენტ ტულიო ლანეზეს და ყოფილ არბიტრს, პაოლო დონდარინის.
ეჭვმიტანილთა შორის იყო კიდევ ერთი მსაჯი ჯანლუკა როკი, მაგრამ ნეაპოლის სასამართლომ მას სპორტულ მაქინაციებში მონაწილეობა ვერ დაუმტკიცა და დაუსჯელი დატოვა.
ნანახია: 889 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 4
1 inter  
2
YUVES PANEBS TKVEN EG KITXET ..

IMAT RO VKITXOT UDANASHAULOA YUVE TU MASEA

SERIA BESHI RA UNDODAT_? AN AM KAC TYVUILAD

USHVEBEN 3CLIAN SROGZE_? DA ARA MARTO MAS


2 interinio  
2
KI TO YUVES PANEV RO VKITXOT 2 SKUDENTOSAC DAUBRUNEBE antiyuve sagol ra inter dzma ro daamate eg smailebi magari miscordeba

3 adribaba  
1
lol raa sul araa juve damnashave arafershi antiyuve

4 INTERNAZIONAL  
1
.
XPU YUVES RA ERTI SITYVIT

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter