ამ კვირას გასამართი შეხვედრა ჯენოასა და ინტერს შორის გადაიდო იმ წყალდიდობების გამო რომელიც ჯენოაშია. სტიქიამ უკვე 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
გადაწყვეტილება მატჩის გადადების შესახებ ქალაქ ჯენოას წარმომადეგნლებმა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ იქნა მიღებული, თუმცა თუ როდის ჩატარდება ეს მატჩი ჯერჯერობით უცნობია.
ინტერმა თავისმხრივ სოლიდარობა გამოუცხადა ჯენოას და მის მაცხოვრებლებს: "ძალიან სამწუხაროა რაც ჯენოაში ხდება, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ სრულიად ქალაქის მაცხოვრებლებს.”
ჯენოას სტადიონის მიმდებარე ტერიტორია ერთ-ერთია რომელმაც ყველაზე ძლიერი დარტყმა მიიღო წყალდიდობისაგან. სტიქიამ ხეები ამოგლიჯა საძირკველიდან, ქუჩაში მდგომი მანქანები წაიღო და დატბორა…
რაც შეეხება 2010 წლის ჩემპიონებს, ინტერს მხოლოდ 1 ქულა აშორებს გასავარდნ ზონასთან და შემდეგი ტურისათვის შესაძლოა ეს გრანდი სწორედ უკანასკნელ სამეულში აღმოჩნდეს.
|