მილანის "ინტერის” ბრაზილიელი მცველი ჯონათანი შესაძლოა "პარმაში” გადავიდეს. შეგახსენებთ, 25-წლის ბრაზილიელი მილანურ კლუბში "სანტოსიდან” ზაფხულში გადავიდა, თუმცა "ინტერში” მას თავი დიდად არ გამოუჩენია. "პარმელების” ახალდანიშნული მწვრთნელი რობერტო დონადონი კი სხვაგვარად ფიქრობს და დაცვის ჯონათანით გაძლიერება სურს.
არც ისაა გამორიცხული, რომ "პარმამ” ბრაზილიელი ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით შეიძინოს. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდს შორის ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია, რაც უახლოეს მომავალში ოფიციალურადაც დადასტურდება.
|