4
ტევესის ჯარიმამ 9.3 მილიონს მიაღწია
(25.01.2012 20:09)
0
მანჩესტერ სიტიმ” არგენტინელის თავდამსხმელი კარლოს ტევესი უკვე 9,3 მილიონი გირვანქით დააჯარიმა, მას მერე, რაც კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონფლიქტი მოხდა. ეს თანხა ზრდას აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში ჩემპიონთა ლიგაში “ბაიერნთან” მატჩის დროს კარლოსმა შეცვლაზე თამაშზე უარი თქვა, 7 ნოემბერს კი, ფეხბურთელი კლუბის თანხმობის გარეშე არგენტინაში გაფრინდა და დღემდე ინგლისში არ დაბრუნებულა. ნოემბრის ბოლოს “სიტიმ” ტევესს ხელფასისა და სხვადასხვა ბონუსების გადახდა შეუწყვიტა. ჯარიმების გათავლისწინებით ტევესმა უკვე კლუბისგან 9,3 მილიონი გირვანქა ვერ მიიღო. გარდა ამისა, ფეხბურთელი მანჩესტერელთა პრეზიდენტმა ჰალდუნ ალ მუბარაქმა გააკრიტიკა. “კარლოსს “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტი კიდევ ორსეზონნახევარი აკავშირებს. მანამდე, ვიდრე მისი შეძენის თაობაზე ჩვენთვის მისაღები წინადადებით არ მოგვმართავენ, კონტრაქტი ძალაშია” - განუცხადა მუბარაქმა არაბულ გამოცემა The Nationa –ს.
|