სკანდალურმა ფორვარდმა "პარმაში” წასვლის მთავარ მიზეზზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, გუშინ, ფორვარდმა "ინტერი” ოფიციალურად დატოვა და კონტრაქტი სხვა, ახალ კლუბთან გააფორმა.
"მორატის, ბრანკასა და აუსილიოს მადლობელი ვარ, მაგრამ არა ვალტერ მაცარის. ხელშეკრულების გაფორმებამდე მან მითხრა, რომ სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად მთვლის, "ინტერში” ოფიციალურად მოსვლის შემდეგ კი ჩემი გაყიდვა გადაწყვიტა”, – აცხადებს 30-წლის ანტონიო.
"მაცარიმ წასვლა მაიძულა. მე კი მის გადაწყვეტილებას არ შევეწინააღმდეგე, რადგან "ინტერში” მის გეგმებში არ შევდიოდი”.
|