მილანის "ინტერის” გოლკიპერის ლუკა კასტელაცის წარმომადგენელი ადრიანო რებუფი იმედოვნებს, რომ კლუბი ფეხბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებს.
36-წლის კიპერი "ნერაძურიში” გენუის "სამპდორიიდან” 2010 წელს გადავიდა.
"კასტელაცის თამაშით "ინტერში” კმაყოფილნი არიან, – საუბრობს რებუფი. – კლუბთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაგვიწყია, თუმცა აშკარაა, რომ მალე ახალი კონტრაქტს შემოგვთავაზებენ. ის გუნდის მესამე მეკარედ დარჩება? არ ვარ დარწმუნებული. ამას დრო გვიჩვენებს. "ინტერს” ყოველთვის ექნება მისი იმედი”.
კასტელაცის კონტრაქტი 2012 წლის ივნისში ეწურება. მან მილანურ კლუბში ყველა ტურნირიდან ერთად აღებული – 24 მატჩი ჩაატარა.
|