მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელის კლაუდიო რანიერის აზრით, ტიაგო მოტა გუნდს მომავალში გამოადგება.
შეგახსენებთ, რომ "ინტერმა" პსჟ-ის წინადადება 29 წლის ნახევარმცველის ტრანსფერთან დაკავშირებით უარყო. პარიზული კლუბი მზად იყო მოტაში 8 მილიონი ევრო გადაეხადა.
"მინდა, რომ მოტა დარჩეს, მაგრამ ასევე ვფიქრობ, სხვა ვარიანტებიც უნდა განვიხილოთ. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღე დარჩა და ვნახოთ რა იქნება", - განაცხადა რანიერიმ.
|