ტურინის "იუვენტუსის” განდეგილმა ფეხბურთელმა – მილოშ კრასიჩმა შესაძლოა სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე მილანის "ინტერში” ამოჰყოს თავი. აღნიშნულის შესახებ იტალიური მედია იუწყება.
"ბიანკონერის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტეს დანიშვნის შემდეგ, სერბმა ფეხბურთელმა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ცხადია, "ბებერ სინიორას” სათადარიგოთა სკამზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის ჯდომა არ აწყობს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვენტუსმა” კრასიჩი შესაძლოა "ინტერში” იჯარით გაუშვას, თან "ნერიაძური” ზაფხულში ათ მილიონ ევროდ ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვის უფლებასაც მიიღებს.
|