"ინტერის" კაპიტანმა, ხავიერ ძანეტიმ ხაზი გაუსვა, რომ გუნდი ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ კლაუდიო რანიერის სრულებით ენდობა.
არგენტინელის თქმით, სეზონის სტარტზე წარუმატებლობებს რამდენიმე მიზეზი აქვს, რომელთაგან მთავარი მწვრთნელის შეცვლა და ფეხბურთელთა მრავალრიცხოვანი ტრავმებია.
"სეზონის დასაწყისში ჩვენს გუნდში მწვრთნელი შეიცვალა, ბევრი ფეხბურთელი ტრავმირებული იყო - ბუნებრივია, ყველაფერ ამას არ შეიძლებოდა შედეგზე გავლენა არ მოეხდინა.
მიუხედავად ამისა, სერია A-ში უმაღლესი ადგილებისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გავედით. ჩვენ მწვრთნელს სრულებით ვენდობით და მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებთ", - თქვა ძანეტიმ.
|