შაბათი, 27.04.2024, 07:58
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » ლეგენდა, 33 წლის რონალდო, კარიერის დასრულებაზე ფიქრობს
03:36
ლეგენდა, 33 წლის რონალდო, კარიერის დასრულებაზე ფიქრობს
სამხრეთამერიკელი ფორვარდის ეს განცხადება ინტერნეტ-გამოცემა Transfermarketweb-მა გაავრცელა. 
რონალდო: უკვე 33 წლის ვარ და ამ ასაკში ჩემი ფეხბურთიდან წასვლა ალბათ, არავის გაუკვირდება. კარიერის დასრულებას მიმდინარე სეზონის ბოლოს ვგეგმავ. შესაძლოა, წასვლაზე ჯერ არც მეფიქრა, მაგრამ გაუთავებელი ტრავმიანობისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემების გამო, იძულებული ვარ, ეს ნაბიჯი გადავდგა. მე ფეხბურთში ისედაც ბევრს მივაღწიე და თავის ტანჯვა აღარ ღირს. ერთადერთი ოცნება მაქვს დარჩენილი - მინდა "კორინთიანსთან" ერთად ლიბერტადორესის თასი მოვიგო, - ამბობს რონალდო.
კარიერის განმავლობაში ბრაზილიელ "ფენომენს" შვიდი კლუბის შემადგენლობაში უთამაშია - "კრუზეიროში" (1993 წელი, 44 მატჩი, 44 გოლი), პსვ-ში (1994-1996, 57, 54), "ბარსელონაში" (1996-1997, 49, 47), "ინტერში" (1997-2002, 119, 68), "რეალში" (2002-2006, 177, 104), "მილანსა" (2007-2008, 20, 9) და "კორინთიანსში" (2009, 35, 22). სულ საკლუბო დონეზე ჩატარებულ 481 შეხვედრაში 339 გოლი აქვს გატანილი. ბრაზილიის ეროვნული გუნდის ფორმით კი, 97 მატჩი გამართა და მეტოქეთა კარის აღება 62-ჯერ მოახერხა.
რომ არა ინტერში თამაშისას მიღებული ტრავმა, სამხრეთამერიკელის სტატისტიკა კიდევ უფრო სოლიდური იქნებოდა. აღნიშნულმა ტრავმამ რონალდოს თითქმის 2 სეზონი გამოატოვებინა და მის შემდგომ კარიერაზეც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ამის მიუხედავად, "კიჭას" დარი ტიტულებით ერთეულები თუ დაიკვეხნიან - სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, რონალდო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ამდენივეგზის საუკეთესო ფეხბურთელია. ამასთან, მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია
ნანახია: 1007 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/12
სულ კომენტარები: 7
1 inter  
2
უკვა მენატრება რონალდო !!!! surrender wizard

2 interinio  
2
MEC MAGRAD MENATREBA RA EG PEXBURTELI>>>

AR UNDA ERTI SEZONIT ISEV INTERSHI GADMOVIDES


3 robinson  
2
UMAGRESI KACIA RONALDO (IMENA KACI LEGENDA) :wow:

4 Toldo  
2
miyvars es kaci beta msoflios yvela drois sauketeso fexburtelia...
meamayeba rom interis istoriss nawilia deal

5 adribaba  
1
mmabodebs ronaldo eseti kacia ar daibadeba

6 dato  
0
AMAZE MAGARI FEXBURTELIS DEDASHEVECI, MAGRA MIYVARS , LEGENDAA

7 intereli  
0
roni jigari xar

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter