ლეონარდოს, ვინც ახლახანდს დატოვა "პარი სენ ჟერმენის” სპორტული დირექტორის პოსტი, "ინტერში” იწვევენ ამავე თანამდებობაზე. ლეონარდო 2010-11 წლებში იტალიური გრანდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ. ბრაზილიელმა მოაგვარა ედინსონ კავანის ტრანსფერი და ვალმოხდილმა დატოვა ფრანგული კლუბი, სადაც სეზონის ბოლომდე მაინც ვერ იმუშავებდა. ის დისკვალიფიცირებული გახლდათ არბიტრ ალეკსანდრ კასტროს ხელყოფისთვის. იტალიაში ლეონარდო უპრობლემოდ იმუშავებს. "ინტერს” დიდი ხანია, აღარ განუხორციელებია ხმაურიანი ტრანსფერები და ეს ნაკლი სწორედ ბრაზილიელმა უნდა გამოასწოროს.
|