მილანის "ინტერის" მცველმა ლუსიომ მარცხენა ფეხი დაიზიანა. წინასწარი პროგნოზებით, ბრაზილიელი მინიმუმ 30 დღეს გამოტოვებს.
ასე რომ, ფეხბურთელი ცსკა-სთან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში, რომელიც 7 დეკემბერს მილანში გაიმართება, მონაწილეობას ვერ მიიღებს.
|