ხუთშაბათი, 25.04.2024, 14:26
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2009 » ნოემბერი » 26 » მაიკონს ორმატჩიანი გამოუწერეს !
17:35
მაიკონს ორმატჩიანი გამოუწერეს !

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინარულმა კომიტეტმა "ინტერის" მცველი დუგლას მაიკონი 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელ უკანახაზელს ორი მნიშვნელოვანი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს - შინ "ფიორენტინასთან" და სტუმრად "იუვენტუსთან".
"ნერაძურის" შეფები იმთავითვე შეგუებულნი იყვნენ, მაიკონს დისკვალიფიკაცია რომ არ აცდებოდა, მაგრამ ისინი ყოველმხრივ ცდილობდნენ, სასჯელი რაც შეიძლება მინიმალური ყოფილიყო. მილანური კლუბის ხელმძღვანელთა ძალისხმევის მიუხედავად, აპენინური ფეხბურთის დისციპლინარებმა მაიკონის დანაშაული ორმატჩიანი უქმობით შეაფასეს და ბრაზილიელს "იუვესთან" თამაშის შანსი მოუსპეს.
შეგახსენებთ, რომ "ინტერის" სამხრეთამერიკელი უკანახაზელი სერია A-ს ბოლო ტურში ("ბოლონიასთან") გვერდითი მსაჯისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო მოედნიდან გააძევეს. თუმცა, თვითონ ფეხბურთელი კატეგორიულად უარყოფს ამგვარ ფაქტს და აცხადებს, რომ ლაინსმენთან მხოლოდ სიმართლის გარკვევის მიზნით კამათობდა.
იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებულ 12 შეხვედრაში, მაიკონმა 3 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, რაც მცველისთვის შესანიშნავი შედეგია.

ნანახია: 1067 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
1 inter  
2
.
AU RA TEXAVS TO..... RAT UNDODA RA AM CEMISAS BOLO CUTEBSHI RO CITELI MIIGO.ISEDAC 1-3 IKO ANGARISHI !!!

2 adribaba  
1
ki to martali xar inter....au juvestan mainc yopiliyo ra

3 interinio  
0
AU NAXE RA PROSTA !!! EH RA ERTI SITKVIT[color=purple][b]

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter