ხუთშაბათი, 28.03.2024, 17:44
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2009 » დეკემბერი » 13 » მანსინი ან სუასო ტონის სანაცვლოდ _ !!!
03:09
მანსინი ან სუასო ტონის სანაცვლოდ _ !!!

მილანის ინტერი, მიუნხენის ბაიერნის იტალიელი ფორვარდის, ლუკა ტონის იჯარის წესით აყვანას აპირებს. როგორც Corriere Dello Sport-ი იტყობინება, მილანელები მზად არიან, მიუნხენურ კლუბთან სეზონის ბოლომდე გააფორმონ საიჯარო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ტონი იტალიაში დაბრუნდება, მის სანაცვლოდ კი, გერმანიაში - ამანტინიო მანსინი, ან დავიდ სუასო გადავა  –  არჩევანი ბაიერნის ხელმძღვანელებზეა.
იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში, მანსინიმ ინტერის შემადგენლობაში 6 მატჩი ჩაატარა, ხოლო სუასომ მხოლოდ ერთი.
ტონის სახით, ნერაძური ცდილობს შემცვლელი უპოვოს სამუელ ეტოოს, რომელსაც ამ ზამთარს კამერუნის ნაკრებთან ერთად აფრიკის თასზე მოუწევს ასპარეზობა.
როგორც ცნობილია, სამშობლოში დაბრუნების სურვილს არც თავად ტონი ფარავს, რომელიც ბაიერნის მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალთან დაძაბული ურთიერთობის გამო მოკლებულია სათამაშო პრაქტიკას და იტალიის ეროვნული ნაკრების სამუნდიალო განაცხადს მიღმა დარჩენა ემუქრება.
ნანახია: 738 | დაამატა: interinio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
1 adribaba  
1
wava mancini da mere gadaireva maincdamainc

2 interinio  
0
ARA ACI ARAMGONIA GADAIRIOS MANCINI flag3

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter