შაბათი, 27.04.2024, 05:38
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2009 » დეკემბერი » 3 » მარიო ბალოტელის განა იხმობს !!!
17:15
მარიო ბალოტელის განა იხმობს !!!

მილანის ინტერისა და იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდმა, მარიო ბალოტელიმ, რომელიც წარმოშობით განელია, შესაძლოა, მომავალ მუნდიალზე თავისი ისტორიული სამშობლოს ღირსება დაიცვას. აფრიკული ნაკრების სერბი დამრიგებელი, მილოვან რაიევაჩი პირადად აპირებს მილანში ბალოტელისთან სტუმრობას და მასთან აღნიშნულ საკითზე დალაპარაკებას.
შეგახსენებთ, რომ მარიო განაშია დაბადებული. მოგვიანებით კი, მშობლებთან ერთად, იტალიაში გადასახლდა. აპენინებზე მას მხოლოდ ახალგაზრდულ ნაკრებში აქვს ნათამაშები. ამდენად, ფიფას წესების თანახმად, ბალოტელის უპრობლემოდ შეუძლია განის ეროვნულ გუნდში თამაში. მით უმეტეს, რომ იგი იტალიის გარდა, ისტორიული სამშობლოს მოქალაქეცაა. მოკლედ, ახლა საქმე თავად ფეხბურთელის არჩევანზეა.
 რამდენიმე დღეში განაში გავემგზავრები, ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნებთან მოსალაპარაკებლად. იქიდან კი, ევროპაში დავბრუნდები და ნაკრების კანდიდატებს პირადად ვესტუმრები. არ დავმალავ, ჩემი ვოიაჟის მთავარი მიზანი ბალოტელის გადმობირებაა. მართალია, გუნდის შემადგენლობით კმაყოფილი ვარ, თავდასხმაში შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ მარიო განსაკუთრებული შემთხვევაა. ის ახალგაზრდა, ფიზიკურად ძალიან ძლიერი, სწრაფი და ნიჭიერი ფორვარდია. ამასთან, ბალოტელი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში თამაშობს. თუკი მის დამატებას მოვახერხებთ, განა ერთი-ორად უფრო ძლიერი გუნდი გახდება, - აღნიშნა Football Italia-სთან საუბრისას რაიევაჩმა.
ბალოტელის ინტერის რიგებში ჩატარებულ 44 ოფიციალურ შეხვედრაში 15 გოლი აქვს გატანილი. იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ფორმით გამართულ 15 მატჩში კი, თავის გამოჩენა 6-ჯერ მოახერხა.

ნანახია: 903 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
1 interinio  
2
GANIS EROVNUL NAKREBSHI RO ITAMASHOS UPRO MIRCEVNIA ITALIA VER DA AR APASEBS MARIOSSSSSS

2 inter  
2
flag1 flag2 flag3
magari smailebi daidoooooooo

3 adribaba  
2
ki to inter getanxmebi magrad mevasa es smailikebi... galiani

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter