ინტერის ყოფილმა მცველმა მარკო მატერაციმ განაცხადა, რომ კარლოს ტევესზე მეტად იგი ალეშანდრო პატოს ხილვას ისურვებდა შავ-ლურჯ მაისურში.
მსოფლიო ჩემპიონი მცველის აზრით, მილანის შვიდიანი უფრო კარგად ათამაშდებოდა ნერიაძურიში ვიდრე როსონერიში თამაშობს.
არ მგონია ტევესი გადმოვიდეს, მე უფრო პატოს ხილვა მინდა.
ინტერში იგი ნამდვილ ვარვსკვლავად ჩამოყალიბდებოდა და ადაპტაციასთანაც არ ექნებოდა პრობლემები."
ჩვენ მას ძალიან თბილად მივიღებდით და კარგადაც მოვხედავდით.
იმედია ეს მართლაც მოხდება და პატო სწორედ იმ გუნდში აღმოჩნდება, სადაც ბედნიერი იქნება." -განაცხადა მატერაციმ.
|