შაბათი, 21.12.2024, 19:55
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » ივლისი » 13 » მაცარი სიტუაციას ეცნობა
09:55
მაცარი სიტუაციას ეცნობა



თანდათან უბრუნდებიან "ინტერს” ფეხბურთელები არდადეგებიდან და ახალი დამრიგებელი ვალტერ მაცარიც საქმის კეთებას დიდი მონდომებით იწყებს, რომელმაც ამას წინათ პრეს-კონფერენცია გამართა და მედიელებს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ემასლაათა.

- როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილებები "ინტერზე” და ამ გუნდის ფეხბურთელებზე?

- 4-5 ფეხბურთელს თუ არ ჩავთვლით, პირისპირ ყველას ვესაუბრე და მათზე გარკვეული შთაბეჭდილება შემექმნა. სანამ უშუალოდ გუნდთან მუშაობას დავიწყებ, მინდა თითოეული ახლოს გავიცნო და მათი როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური მხარეების შესახებ ვიცოდე. ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ შარშანდელი სეზონისგან კარდინალურად განსხვავებულ ნერიაძურის იხილავთ, რადგან ფეხბურთელები უზომოდ მოტივირებულნი არიან, რცხვენიათ წინა სეზონში ნაჩვენები შედეგისა და ლაფსუსების გამოსწორებას მაქსიმალურად შეეცდებიან.

- Jურნალისტების შიში ხომ არ გაქვთ?

- საყვარელ საქმეს ვემსახურები და არაფრის არ მეშინია. მედიელების საქმე ამა თუ იმ მწვრთნელისა და ფეხბურთელის მიერ გაწეული შრომის ობიექტური შეფასებაა. ასე რომ, თუ ობიექტურობის გრძნობას მუდამ შეინარჩუნებთ, ჩემი გაკრიტიკება საკმაოდ იშვიათად მოგიწევთ.

- ესეკილ ლავესისთან და კამილო სუნიგასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ორივეს ვაფასებ და უდიდეს პატივს ვცემ. ვიცი, რაზედაც გაგახსენდათ ისინი და გეტყვით, რომ საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან, თუმცა ამ ეტაპზე მათთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. ძალიან გთხოვთ, სატრანსფერო ამბებზე თუ გაინტერესებთ სიახლეები, აუზილიოს, ბრანკასა და მორატის მიმართეთ, მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, თუ როგორი ტაქტიკით ვათამაშო გუნდი მომავალ სეზონში.

- ტოპ-ფეხბურთელის შეძენა იგეგმება?

- ამ თემაზე ხელმძღვანელებთან საუბარი მქონდა, ვუთხარი, თუ მსოფლიო დონის ვარსკვლავს შევიძენთ, ამაზე უკეთესი არაფერი იქნება-თქო. ტიფოზები სულ იმას მეკითხებიან, შევძლებთ თუ არა სკუდეტოსთვის ბრძოლას, რაზედაც მუდმივად ასეთი პასუხი მაქვს: "თუ გუნდი სათანადოდ გაძლიერდება, ყველაფერი შესაძლებელია”. ახლა ჩემი მთავარი მიზანია გუნდი გუნდს დავამსგავსო, რომელიც დინამიურ ფეხბურთს ითამაშებს და გულშემატკივრებს უკმაყოფილების საფუძველი არ ექნებათ.

- იცით, რომ შესაძლოა "ინტერი” ინდონეზიელმა ბიზნესმენმა ტოჰირმა შეიძინოს?

- ჩემი უფროსი ახლა მასიმო მორატია, მომავალზე კი მომავალში ვილაპარაკოთ.

- ვრცელდება ხმები, რომ ანდრეა რანოკიასა და ფრედი გუარინის გასხვისებას გეგმავთ...

- ეს ორი ფეხბურთელი გასულ სეზონში რამდენჟერმე დაშავდა, რაც მათი ცუდი ფიზიკური მომზადების ბრალი იყო. ახლა ისეთ ვარჟიშებს ჩავატარებ, რომ ყველა ფეხბურთელი ჟანმრთელად გვეყოლება. "ტროფეო ტიმში” მონაწილეობაზე უარი სწორედ ამიტომ განვაცხადეთ – მინდა ყველაფერი ჩემს გემოზე იყოს, რადგან საბოლოო შედეგებზე პასუხს მხოლოდ მე ვაგებ.

- კრისტიან კივუს გამოჟანმრთელების პროცესი როგორ მიდის?

- რამდენიმე დღის წინ ველაპარაკე და მითხრა, რომ თავს სულ უფრო უკეთ გრძნობს. გასული წლების განმავლობაში რუმინელი საკმაოდ კარგად თამაშობდა და იმედია ჩემი ხელმძღვანელობის დროსაც მოწოდების სიმაღლეზე იდგება.

- ანტონიო კასანოზე რას იტყვით?

- აღარ მინდა ამ თემას დავუბრუნდე. რასაც მაგაზე ვფიქრობდი, ყველაფერი ვთქვი და ეს სტატია კლუბის ოფიციალურ საიტზე დევს. კასანოზე მეტს ნუღარაფერს მკითხავთ.

- ხავიერ ძანეტი თვლის, რომ თქვენ "ინტერს” საგრძნობლად გააძლიერებთ. რას იტყვის მაცარი ლეგენდარულ არგენტინელზე?

- ალბათ, შავ-ლურჟების ფეხბურთელების 99.9 პროცენტი ასე თვლის, მაგრამ ძანეტის აზრს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იმიტომ, რომ ის გუნდის ლეგენდაა, იმიტომ რომ სამაგალითოა და იმიტომ, რომ მის გამოჟანმრთელებას მოუთმენლად ველი.

- კარლოს ტევესის დამატება სკუდეტოსთვის ბრძოლაში "იუვენტუსს” უპირობო ფავორიტად აქცევს?

- ძნელი სათქმელია. მაგ ლოგიკით რომ ვიმსჟელოთ, შარშან იტალიის ჩემპიონი "მილანი” უნდა გამხდარიყო, რომელმაც მარიო ბალოტელის სახით ექსტრა-კლასის თავდამსხმელი დაიმატა. თუმცა, ხომ იცით, ფეხბურთში მთავარი გუნდურობაა და ცალ-ცალკე ინდივიდუალისტები ვერაფერს წყვეტენ. ედინსონ კავანის გამუდმებით ვუმეორებდი, რომ უმაღლესი კლასის მოთამაშეა, მაგრამ მერწმუნეთ, თანაგუნდელების გარეშე ბევრს ვერაფერს მიაღწევდა. ვამაყობ, რომ "ელ მატადორს” ერთ მატჩში საშუალოდ უფრო მეტი გოლი "ნაპოლიში” გაჰქონდა, ვიდრე ურუგვაის ნაკრებში.

- სუნიგას დამატება სერიოზულად გაქვთ გადაწყვეტილი?

- ახლაც სიცილით ვიხსენებ ხოლმე, როცა კამილო "სიენადან” დავიმატეთ, "ნაპოლის” გულშემატკივრები მას გამუდმებით უსტვენდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ მათ საყვარელ გუნდში სათამაშოდ მზად არ იყო. გავიდა დრო, სუნიგა ათამაშდა და ახლა ყველა ევროპული გრანდისთვის სასურველ ფეხბურთელად ითვლება. მისი მთავარი ღირსება უნივერსალიზმია.

- რას ელით იკარდისგან და ბელფოდილისგან?

- თუ მოინდომეს და ჩემი დარიგებები მაქსიმალურად გაითვალისწინეს, კავანის დონის ფორვარდები დადგებიან. ჟერ მხოლოდ რამდენიმე დღეა რაც ეს ბიჭები გავიცანი და კონკრეტულად არაფრის თქმა არ შემიძლია. თუმცა, ორივეს კოჭებში ეტყობა, რომ მათგან დიდი ფორვარდები დადგება.

ნანახია: 777 | დაამატა: interinio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ივლისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter