სეზონის დასაწყისში, მატია დესტრო შეუმჩნევლად არ დარჩენილა. Tuttosport-ზე დაყრდნობით, ინტერის ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც "ჯენოაში" 4 მილიონ ევროდ გაიყიდა და ეხლა არენდით "სიენაში"თამაშობს, შესაძლოა იანვარში ვიხილოთ მილანში. თუმცა ფეხბურთელის მთლიან უფლებებს გენუური კლუბი არ ფლობს, რადგან არენდით აყვანამდე, "სიენამ" შეიძინა მასზე უფლებები 1.5 მილიონ ევროდ.
მილანს სურს ნახევარი სეზონით შეიძინოს თავმდამსხმელი, რომელიც კლუბში არენდის წესით მივა. მაგრამ სიენა არ აპირებს მათთვის მნიშვნელოვანი მოთამაშის გაშვებას, გუნდში არსებული ცუდი სიტუაციის გამო. უფრო ადვილი იქნება მოლაპარაკებების სეზონის ბოლოს დაწყება. მომავალში შესაძლოა ინტერიც შეეცადოს მოთამაშის დაბრუნებას, ხოლო ეს იქნება მილანური დერბი ახალგაზრდა თავმდამსხმელისთვის.
|