მადრიდის "რეალის" თურქმა ნახევარმცველმა ნური შაჰინმა შესაძლოა კარიერა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს.
როგორც გაირკვა, "ინტერს" ფეხბურთელის იჯარის წესით აყვანა ივნისამდე სურს.
შეგახსენებთ, რომ სეზონის თითქმის მთელი პირველი ნაწილი შაჰინმა ტრავმების გამო გამოტოვა.
"რეალის" შემადგენლობაში დორტმუნდის "ბორუსიის" ყოფილმა ფეხბურთელმა 5 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.
|