"ინტერის" თავდამსხმელი, დიეგო მილიტო პრემია "ოქროს ურნის" გამარჯვებული გახდა, რომელსაც Rai Radio2 2003 წლიდან იტალიის ჩემპიონატის წლის ყველაზე ცუდ ფეხბურთელს გადასცემს.
32 წლის არგენტინელს ხმა 3099 ადამიანმა მისცა. მეორე ადგილზე მცირედი ჩამორჩენით "იუვენტუსის" ფორვარდი ამაური გავიდა (2991 ხმა). მესამე ადგილი კი მილოშ კრასიჩმა დაიკავა (2180), რომელიც ამჟამად ასევე ტურინულ კლუბში გამოდის. გამოკითხვაში 20 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
1. დიეგო მილიტო ("ინტერი”) - 3099 2. ამაური (იუვენტუსი”) - 2991 3. მილოშ კრასიჩი ("იუვენტუსი”) - 2180 4. ფელიპე მელო ("იუვენტუსი”) - 2088 5. ლუკა ტონი ("იუვენტუსი”) - 2073 6. დიეგო ფორლანი ("ინტერი”) - 2066 7. მაურო სარატე ("ლაციო”/"ინტერი”) - 1980 8. ზე ედუარდუ ("ჯენოა”) - 1703 9. ადრიან მუტუ ("ფიორენტინა”/"ჩეზენა”) - 1190 10. სანტიაგო სილვა ("ფიორენტინა”) - 1118
|