"ჯენოას” პრეზიდენტი ენრიკო პრეციოზი მზადაა მილანის "ინტერიდან” დიეგო მილიტო გადაიბაროს.
მას შემდეგ, რაც არგენტინელმა ფორვარდმა "ნერიაძურის” ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, გაჩნდა ხმები იმის შესახებ, რომ ფეხბურთელი "სან სიროს” დატოვებს. მილიტოს შეუძლია დაბრუნდეს იმ გუნდში, სადაც ნამდვილ ვარსკვლავად იქცა.
"მილიტოსთვის ჩვენი კლუბის კარი ფართოდაა გაღებული. გოლის გამტანი ცენტრფორვარდის გარეშე თამაში ძალიან გაგვიჭირდება”, – განაცხადა გენუელთა პრეზიდენტმა.
|