დამდეგ კვირას იტალიის ჩემპიონატში მილანური დერბია. მილანის "ინტერის” ფორვარდმა დიეგო მილიტომ თანაქალაქელების შესახებ ისაუბრა.
"მილანი” დიდი გუნდია, თუმცა როგორც ყველას, მათაც აქვთ სუსტი მხარეები და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ”, – საუბრობს მილიტო.
"მშვენიერი მატჩი იქნება. იმედი მაქვს, რომ კარგ თამაშს ჩავატარებთ და შეხვედრის გამარჯვებულები ჩვენ გავხდებით. რას ვპირდები "ინტერის” ფანებს? მათ კარგად იციან ის, რომ როდესაც მოედანზე გავდივართ, თავს არ ვზოგავთ. არც მოახლოებული დერბი იქნება გამონაკლისი. ჩვენ ვიცით, რომ აღნიშნულ მატჩს ჩვენი ფანებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თავჩაუხრელად ვვარჯიშობთ იმისთვის, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ”, – აღნიშნა არგენტინელმა თავდამსხმელმა.
შეგახსენებთ, რომ მილანური დერბი კვირას, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.
|