იტალიური "ინტერის" არგენტინელი თავდამსხმელი, 34 წლის დიეგო მილიტო, რომელმაც გასულ სეზონში უმძიმესი ტრავმა მიიღო და სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა, მწყობრში ოქტომბრის დასაწყისში ჩადგება. იტყობინება, Football-italia.
მილანის "ინტერის" სამედიცინო პერსონალი ადასტურებს, რომ მილიტომ აღდგენით პროცესსთან დაკავშირებით სერიოზული პროგრესი განიცადა. ექიმები ვარაუდობენ, რომ ვეტერანი არგენტინელი ფორვარდი და "ინტერის" გოლეადორი დაბრუნებას სექტემბრის მიწურულს ან ოქტომბრის დასაწყისში შესძლებს. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა უმძიმესი ტრავმა მიმდინარე წლის თებერვალში მიიღო, როდესაც ევროპის ლიგის მატჩში მყესები გაიწყვიტა.
|